ც ვიტამინი ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ენერგიის მომატებას და ჯანმრთელობას. მარტივად გამოყენებადი ხარისხიანი დანამატი.
ასკორბინის მჟავა გამოიყენება სურავანდის, ჰემორაგიული დიათეზის, ღვიძლისმიერი, საშვილოსნოს, ფილტვისმიერი და სხვა ეთიოლოგიის (მათ შორის სხივური დაავადებისას) სისხლდენის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;
ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზირების დროს; ინფექციური დაავადებებისა და ინტოქსიკაციების დროს; ღვიძლის დაავადებების დროს; ორსულთა ნეფროპათიის დროს; ადისონის დაავადების დროს; ჭრილობების დუნედ მიმდინარე შეხორცების პროცესში; ძვლის მოტეხილობის დროს; დისტროფიების და სხვა პათოლოგიური პროცესების დროს; მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს; გონებრივი გადაძაბვის დროს; ფეხმძიმობისა და ლაქტაციის დროს.
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მოზრდილებში: პროფილაქტიკის მიზნით – 0.05–0.1 გ დღეღამეში; სამკურნალოდ – 0.05–0.1 გ 3–5-ჯერ დღეში.
ბავშვებში: პროფილაქტიკის მიზნით – 0.025 გ 2–3-ჯერ დღეში.
1 გ-ზე მეტი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი (ფაღარათი, პირღებინება) და საშარდე სისტემის მხრიდან.