გამოიყენება მგრვალი ჭიის, სოლიტერის, თავბეწვას, ნაწლავის ჭიის, ლამბიილოზის, სისტემური ნემატოიდების სამკურნალოდ.
თითოეული საღეჭი ტაბლეტი შეიცავს ალბენდაზოლის USP 400მგ.
ალბენდაზოლი ნაჩვენებია ცალკე და შერეულ ინვაზიებში, როგორიც არის:
მოზრდილებში ან 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში:
მიიღება 400მგ (1 ალბენდაზოლის ტაბლეტი) ერთჯერადი დოზა Enterobius vermicularis, trichuris trichiura, Ascaris lumbricoides, Ancylostoma duodenale და Necator -ის შემთხვევაში. სტრონგილოიდიაზის ან ტენიოზის შემთხვევაში, 400 მგ (1 ალბენდაზოლის ტაბლეტი) ერთჯერადი დოზა მიიღება 3 დღე თანმიმდევრულად.
თუ პაციენტი არ განიკურნა სამი კვირის შემდეგ, მაშინ რეკომენდებულია მკურნალობის მეორე კურსის ჩატარება. ალბენდაზოლის ტაბლეტები უნდა დაიღეჭოს.
ორსულობა:
ორსულ ქალებში არ არსებობს ადეკვატური და კარგად-კონტროლირებადი კვლევები ალბენდაზოლის მიღებისას. ორსულობისას ალბენდაზოლი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოტენციური სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის მოსალოდნელ რისკს.
ლაქტაცია:
ალბენდაზოლი გამოიყოფა ცხოველის რძეში. არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა იგი ადამიანის რძეში. რადგან პრეპარატების უმრავლესობა გამოიყოფა ადამიანის რძეში, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა როდესაც მეძუძური დედა იღებს ალბენდაზოლს.
გვერდითი მოვლენები ავტომანქანის ან მექანიზმების მათვის უნარზე არ არის გამოვლენილი.
შეინახეთ არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბნელ და მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.