გამოიყენება სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად არარეგულარული გულისცემის (წინაგულების ფიბრილაცია) და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკფაქტორის მქონე პაციენტებში.
აპიქსაბანი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი (მცენარეული).
ტაბლეტის გარსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა 2910 (15მPა), ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, რკინის ოქსიდი წითელი (E172).
სისხლის კოლტების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად არარეგულარული გულისცემის (წინაგულების ფიბრილაცია) და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკფაქტორის მქონე პაციენტებში. თრომბი გულიდან სისხლის ნაკადთან ერთად შეიძლება მოხვდეს ტვინში (რაც გამოიწვევს ინსულტს), ან სხვა ორგანოში და შეაფერხოს ნორმალური სისხლის დინება ამ ორგანოსკენ (ამ მდგომარეობას ასევე ეწოდება სისტემური ემბოლიზმი). ინსულტი შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
ქვედა კიდურების (ღრმა ვენის თრომბოზი) ან ფილტვების (პულმონარული ემბოლიზმი) სისხლძარღვებში შედედებული სისხლის სამკურნალოდ, ან თრომბის განმეორების პრევენციისთვის.
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
აპიქსაბანის გავლენა ორსულობაზე და ნაყოფზე ცნობილი არ არის. თუ ხართ ორსულად, აპიქსაბანი არ უნდა მიიღოთ. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ დაორსულდით ელიქსაბანის მიღების პერიოდში.
ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა აპიქსაბანი დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თქვენ მოგეცემათ რეკომენდაცია, შეწყვიტოთ ძუძუთი კვება, ან შეწყვიტოთ ან არ დაიწყოთ ელიქსაბანით მკურნალობა.
აპიქსაბანმა არ აჩვენა უარყოფითი გავლენა ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციების შესაბამისად. პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
მიღების მეთოდი:
გადაყლაპეთ ტაბლეტები წყლის მიყოლებით. ელიქსაბანის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
იმისათვის, რომ მკურნალობის ეფექტი იყოს ოპტიმალური, ტაბლეტები მიიღეთ ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს.
თუ თქვენთვის რთულია ტაბლეტის მთლიანად მიღება, ელიქსაბანის მიღების სხვა მეთოდებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ მკურნალ ექიმს. შეიძლება ტაბლეტების დაფშვნა და წყალში, დექსტროზის 5%-იან წყალხსნარში, ვაშლის წვენში ან ვაშლის ფაფაში შერევა უშუალოდ მიღებამდე.
პრეპარატი არ საჭიროებს განსაკუთრებულ შენახვის პირობებს.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას!