ორდინარი - სახის შრატი GF Solution 15% ზრდის ფაქტორი
კომპლექსური მოქმედების 5 მიმართულება:
- ნაოჭების კორექცია - საგრძნობლად ამცირებს წვრილ ხაზებს შუბლისა და მიმიკურ ნაოჭებს
- სიმკვრივის აღდგენა - ამკვრივებს სახისა და კისრის კანს; ყბის ხაზი ხდება უფრო გამოკვეთილი
- ელასტიურობის მომატება - ებრძვის კანის მოშვებას და აუმჯობესებს მის სტრუქტურას
- ტექსტურის გაუმჯობესება -არბილებს უხეშ კანს, ხდის მას უფრო გლუვსა და ერთგვაროვანს
- ბუნებრივი ბზინვარება - მატებს კანს სიჯანსაღეს და ნათელ ელფერს
ინოვაციური ტექნოლოგია: ზრდის ფაქტორები (EGF, IGF, TGF)
კანი ბუნებრივად შეიცავს ზრდის ფაქტორებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მის აღდგენაზე. ასაკთან ერთად მათი დონე იკლებს. GF 15% Solution შეიცავს მცენარეული წარმოშობის ბიომიმეტრიულ პეპტიდებს, რომლებიც მოქმედებენ სამი მიმართულებით:
- IGF კომპლექსი: ზრდის კანის სიმკვრივეს და ამცირებს ნაოჭების ხილვადობას
- EGF კომპლექსი: ხელს უწყობს ელასტინის გამომუშავებას და კანის ბუნებრივი განახლების პროცესს
- TGF ხსნარი: აუმჯობესებს კანის სტრუქტურულ მთლიანობას კოლაგენის მხარდაჭერით, რაც უზრუნველყოფს გლუვ ტექსტურას
პირველივე გამოყენებისთანავე აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს და უზრუნველყოფს ღრმა ჰიდრატაციას.
გამოყენების წესი - დაიტანეთ რამდენიმე წვეთი სახეზე დილით და საღამოს.