მოწესრიგებული ლიპიდური ცვლისა და გულის ნორმალური ფუქნციონირებისთვის
რა არის გული ფორტისი?
ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის მოწესრიგებასა და გულის ნორმალურ ფუნქციონირებას.
Guli Fortis შეიცავს ფერმენტირებულ წითელი ბრინჯს, არტიშოკის ფოთლის ექსტრაქტს, ქოლინს, ფოლიუმის მჟავასა და თიამინს (ვიტამინი B1). ის ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის რეგულაციას სისხლში, ასევე გულის ნორმალურ ფუნქციონირებას, ცხიმებისა და ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს.
- არ შეიცავს ალერგენებს
- გლუტენისა და ლაქტოზის გარეშე
- გმო-სა და კონსერვანტების გარეშე
Guli Fortis ბუნებრივი ინგრედიენტები:
- ფერმენტირებული წითელი ბრინჯის მშრალი ექსტრაქტი, წითელი ბრინჯი მონაკოლინ K-ს წყაროა, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნებას სისხლში. სამედიცინო მიზნებისთვის იგი ასევე გამოიყენება ელენთის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის, საჭმლის მონელებისა და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.
- არტიშოკის ფოთლის მშრალი ექსტრაქტი (Cynara scolymus L.).
დადასტურებულია, რომ არტიშოკი ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მომატებულ დონეს — აძლიერებს ღვიძლში ქოლესტერინის დაშლის პროცესს და მომნელებელი სისტემის საშუალებით ახდენს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტროლის ელიმინაციას.
როგორ მუშაობს Guli Fortis?
- საკმარისია დღეში მხოლოდ ერთი კაფსულა
ქოლესტერინი არის ლიპიდის სახეობა, რომელსაც ღვიძლი ბუნებრივად გამოიმუშავებს, იგი ნებისმიერი ცოცხალი უჯრედის შემადგენლობაშია და მეტაბოლურ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თუმცა, თუ ქოლესტერინის დონე იმატებს, იგი შესაძლოა გახდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკ ფაქტორი. Guli Fortis დღეში მხოლოდ ერთი კაფსულის მიღებით ახდენს ქოლესტერინის მომატებული დონის ეფექტურ რეგულირებას. იგი არ შეიცავს ალერგენებს, გლუტენსა და ლაქტოზას.
მიღების წესი:
მიიღება 1 კაფსულა დღეში, ბოლო კვების შემდეგ, ნახევარ ჭიქა სითხესთან ერთად.
არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას.
ბუნებრივი საკვები დანამატები არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ადექვატური ეფექტის მისაღწევად გული ფორტისი უნდა მიიღოთ ნიმუმ 2 თვე.
შეინახეთ ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
კარდიოვასკულური დაავადებების გამომწვევი რისკ-ფაქტორების უმეტესობა წარმატებით იმართება. ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ ვმართოთ ეს რისკ-ფაქტორები და დავიცვათ ჩვენი გული.
რეკომენდაციები ქოლესტეროლის დონის გასაუმჯობესებლად:
- ფიზიკური აქტივობა: ფიზიკური აქტივობის არქონამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება, დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულის დაავადებების განვითარებაში.
- ჯანსაღი კვება: ჯანსაღი კვება და სითხის მიღება უზრუნველყოფს თქვენს გულს იმ ენერგიით, რაც საჭიროა თქვენი ჯანმრთელობისთვის. გააუმჯობესეთ კვების რაციონი დღესვე რათა შეამციროთ რისკი
- სიგარეტზე თავის დანებება არის საუკეთესო რამ , რაც შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი გულის სიჯანსაღისთვის და გაანახევროთ გულის შეტევისა და ინსულტის რისკი.
შემადგენლობა:
წითელი საფუარი ბრინჯის მშრალი ექსტრაქტი (Monascus purpureus)* - 85მგ (1 კაფსულაში)
მონაკოლინები - 2.9მგ (1 კაფსულაში)
ქოლინი - 82.5მგ (1 კაფსულაში)
თიამინი (ვიტამინი B1) - 1.1მგ (1 კაფსულაში); 100% (დღიური მოთხოვნილების %)
არტიშოკის მშრალი ექსტრაქტი (Cynara scolymus) - 155მგ (1 კაფსულაში)
ფოლიუმის მჟავა - 200მკგ; 100% (დღიური მოთხოვნილების %)
მწარმოებელი: MARTINEZ NIETO, S.A. (ესპანეთი)