ჯიპისი-ს სააფთიაქო ქსელში "ექსპრეს კლინიკა" გაიხსნა.
ფარმაცევტული კომპანია ,,ჯი პი სი” (GPC) ინოვაციურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს ჯანმრთელობაზე ზრუნვის სფეროში. ,,ჯი პი სი”-ს (GPC) სააფთიაქო ქსელში შექმნილ კომფორტულ ,,ექსპრეს კლინიკაში” პროფესიონალი ექიმები მომხმარებელს სთავაზობენ სამედიცინო კონსულტაციას, სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირებას, რჩევას და სამედიცინო მანიპულაციებს.

,,ექსპრეს კლინიკა” არის მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული ბრენდი. მისი მიზანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივება მოსახლეობისთვის. ინოვაციური ბრენდი ჯანდაცვის სფეროში წარმოადგენს ხელმისაწვდომი ფასის, მოსახერხებელი ადგილმდებარეობის, კომფორტული გარემოს, თანამედროვე აღჭურვილობის და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის სინთეზს.
"ექსპრეს კლინიკის" მომხასურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯიპისი-ს შემდეგ აფთიაქებში:
გამსახურდიას გამზ. 23/25; კოსტავას ქ. 23 ჭავავაძის გამზ. 24; ჭავჭავაძის გამზ. 50; უახლოეს მომავალში იგეგმება ,,ექსპრეს კლინიკების” გახსნა ,,ჯი პი სი”-ს (GPC) სააფთიაქო ქსელში არსებულ სხვა აფთიაქებშიც, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც.
12 აპრილიდან ორ კვირიანი აქცია – ექიმის უფასო კონსულტაცია! (კოსტავას 23, ჭავჭავაძის 24; ჭავჭავაძის 50)
ინფორმაციისთვის დარეკეთ 0-007; 20 12 12;
|