|
გრიპი არის სასუნთქი გზების გადამდები დაავადება, რომელსაც იწვევს გრიპის ვირუსი. მან შეიძლება გამოიწვიოს როგორც მსუბუქი, ისე მძიმე დაავადება ზოგჯერ ლეტალური (სასიკვდილო) შედეგით. გრიპს ბავშვებში და ხანშიშესულებში აქვს ავადობის მაღალი მაჩვენებელი.
გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნებია: სიცხე, თავის ტკივილი, ძლიერი დაღლილობა, ხველა, ყელის ტკივილი, სურდო, კუნთების ტკივილი; ბავშვებში ხშირია გულისრევის შეგრძნება, ღებინება და დიარეა (კუჭის აშლა). გრიპი შეიძლება გართულდეს ბაქტერიული პნევმონიით (ფილტვების ანთებით), დეჰიდრატაციით (გაუწყლოვნებით), ისეთი ქრონიკული დაავადებების დამძიმებით, როგორებიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ბრონქული ასთმა და დიაბეტი. ბავშვებში ძალიან ხშირია სინუსებისა (წიაღების) და ყურის ინფექციები. გრიპის ვირუსი ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, ხველისა და ცემინების დროს ადამიანის მიერ გამოფრქვეული სითხის წვეთების საშუალებით. გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია (აცრა) ყოველ წელს. აცრები განსაკუთრებით საჭიროა ბავშვებისთვის და ხანშიშესულებისთვის. ვაქცინაციიდან 2 კვირაში იმუნიტეტი სრულად ყალიბდება. ფარმაცევტული კომპანია ,,ჯი პი სი" აწარმოებს ორი სახის გრიპის ვაქცინის იმპორტს საქართველოში, ესენია: ინფლუვაკი (ჰოლანდიური) და ვაქსიგრიპი (ფრანგული).
ვაქცინაციისათვის მიმართეთ თქვენი რაიონის ბავშვთა პოლიკლინიკებს და ვაქცინაციის კაბინეტებს.
|